“ნაციონალური მოძრაობის” წევრები პროკურატურას მიმართავენ, გამოიძიოს 8 ოქტომბერს, კენჭისყრის დროს გადაღებულ ვიდეოებზე ასახული მასალა.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლევან ვარშალომიძემ განაცხადა, ხშირ შემთხვევაში, სისხლის სამართლის დანაშაული იკვეთება მასალების დიდ ნაწილში და აუცილებელია, ამ ფაქტებს რეაგირება მოყვეს.
“ჩვენ ყველა სამართლებრივი რესურსი ამოვწურეთ, ჩვენი საჩივრები არ დააკმაყოფილა უბანმა, ოლქმა და არც ორი ინსტანციის სასამართლომ. ფაქტია, ამ ვიდეოზე იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის საქმე და ისეც უნდა აღძრულიყო საქმე, თუმცა რადგან არ აღიძრა, ჩვენ შევიტანთ, რომ გამოიძიონ“. – აცხადებს ლევან ვარშალომიძე.
“მეტრონომი” მთავარ პროკურატურას დაუკავშირდა. უწყებაში აცხადებენ, რომ საკითხზე მოგვიანებით გააკეთებენ კომენტარს.