საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს:
“26 ოქტომბერს ცენტრალურ იტალიაში (მარკეს რეგიონი) ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა, მიწისქვეშა ბიძგებმა რიხტერის შკალით 5.4 და 6.2 მაგნიტუდა შეადგინა.
იტალიური მხარე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს. იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო მუდმივ კავშირზეა იტალიის შესაბამის სამსახურებთან.
იტალიის რესპუბლიკაში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით ქ. რომში საქართველოს საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი: (+39 333) 887 91 23.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი: (+995 32) 294 50 50.” ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ იტალიაში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 5 მთელი 5 მეათედი მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვესა ბიძგები ადგილობრივი დროით საღამოს 07:00 საათზე დაფიქსირდა. ყველაზე მეტად ქვეყნის ცენტრალური, მაჩერატას პროვინცია დააზარალა. ორ საათში იმავე რეგიონში კიდევ ერთი, უფრო ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ამჯერად ბიძგების სიმძლავრე 6 მთელ 1 მეათედ მაგნიტუდას აღწევდა.
ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია რამდნეიმე ადამიანი, თუმცა სამაშველო სამსახურების ცნობით, ზუსტი ინფორმაცია დაზარალებულებისა და შესაძლო ნგრევის შესახებ რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. ყველაზე დიდი ზიანი მიწისძვრამ ქალაქ კამერინოს მიაყენა. რამდენიმე ქალაქი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.