ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

„პატრიოტთა ალიანსმა“ ცესკო-ს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

„პატრიოტთა ალიანსი – გაერთიანებული ოპოზიციამ“ თბილისის საქალაქო სასამართლოში ცესკო-ს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

როგორც ”პატრიოტთა ალიანსში” აცხადებენ, მათ ცესკო-მ ექვსი სადეპუტატო მანდატი მიაკუთვნა, თუმცა რეალურად მეტი ეკუთვნით. პარტიის წევრების მტკიცებით, მანდატების ამგვარი გადანაწილება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

პარტიაში მიიჩნევენ, რომ 17 მანდატი, რომელიც 5%-იან ბარიერს მიღმა დარჩენილი პარტიებისგან მოგროვდა, პარლამენტში შესულ ყველა პარტიაზე თანაბრად უნდა გადანაწილებულიყო.

საქალაქო სასამართლოში სხდომა ხვალ, 11:00 საათზეა ჩანიშნული.

იტვირთბა....