ქუთაისში, რესტორან ,,კოლხაში“ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა 3 ადამიანი დანით დაჭრა.
დაშავებული ადამიანები სამედიცინო ბრიგადების მიერ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილი მამაკაცი უკვე დააკავეს. საქმეზე გამოძიება 239-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხულიგნობას გულისხმობს.
შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა.