ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღევანდელი გრაფიკი: თბილისის 4 რაიონს ელექტრომომარაგება შეუწყდება

 

25 ოქტომბერს, თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება საბურთალოს, დიდუბის, ნაძალადევის და გლდანის რაიონებს. კომპანია მიზეზად ავარიის პრევენციას, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას და ქსელის გაუმჯობესებას ასახელებს.

საბურთალოს და დიდუბის რაიონებში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის, აღმაშენებლის ხეივნის მე-9, მე-10, მე-11, მე-12, მე-13 კილომეტრების, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატეკცილის მე-9 კილომეტრის, დიღმის მასივის I კვარტლის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, სოფელ დიღომის, დიდგორის, სარაჯიშვილის, იასამნის, ონიანის, ლუბლიანას, ჩაჩავას, ჭიაურელის, დავარის და ბელიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10 საათიდან 15 საათამდე კი, გიორგი ბრწყინვალის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 12 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ულიანოვის, უწერის, ხეჩუაშვილის, ვარდევანის, ბარისახოს, ყუშიტაშვილის, ჭრებალოს, სხვიტორის, ხანძთელის და ანდრონიკაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს. ხოლო 10 საათიდან 17 საათამდე – მუხიანის II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი.

იტვირთბა....