ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სანდრა რულოვსი არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ აპირებს

„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სანდრა რულოვსი მეორე ტურში მონაწილეობას აღარ მიიღებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ სიის მეორე ნომერმა ცოტა ხნის წინ განაცხადა და აღნიშნა, რომ აზრი არ აქვს არჩევნებში მონაწილეობას იმ ვითარებაში, რა ვითარებაშიც მიმდინარეობს კენჭისყრა.

 

რულოვსი მასშტაბურ გაყალბებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ყველა დარღვევა სხვადასხვა ფაქტობრივი მასალებით არის დაფიქსირებული.

 

“უსამართლო ე.წ. დემოკრატიული არჩევნების ფონზე მე ვთვლი, რომ არ უნდა შევიდე მეორე ტურში. ძალიან ცუდი ქურდული კრიმინალური და წნეხის პირობებია შექმნილი მთელი ზუგდიდის რაიონში, არ მინდა რომ ამ ხალხს პრობლემები ჰქონდეს. მე ვიცი, რომ გამარჯვებული ვარ და მე ზუგდიდის მაცხოვრებელს პარლამენტიდან ან სხვანაირად დავუდგები მხარში,”-განაცხადა სანდრა რულოვსმა.

 

ფორმალურად რულოვსის სახელი და გვარი ბიულეტენებში კვლავ დარჩება.

იტვირთბა....