ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ცესკო ამომრჩევლების აქტივობის შესახებ მონაცემებს ასაჯაროებს

ცესკო ამომრჩევლების აქტივობის შესახებ 12 საათის მონაცემებს ასაჯაროებს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ზუგდიდში რეგისტრირებული 2484 ამომრჩევლიდან, ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა 525-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც საერთო ხმების 18.46 პროცენტს შეადგენს.

 

ასევე ცესკოს ინფორმაციით, მარნეულში რეგისტრირებული 1436 ამომრჩევლიდან, მონაწილეობა 296-მა მიიღო, რაც საერთო ხმების 20.6 პროცენტს შეადგენს.

 

მარნეულიდან 7 საჩივარია შესული, ზუგდიდის ოლქში 1 საჩივარი დაფიქსირდა, განმუხურის საარჩევნო უბნიდან კი 1 საჩივარი.

 

საჩივრები ძირითადად პროცედურულ დარღვევებს უკავშირდება, თუმცა ასევე ეხება კაბინის გარეთ ხმის მიცემის მცდელობას.

 

ცესკოში აღნიშნავენ, რომ მარნეულში საარჩევნო უბნები 8 საათზე გაიხსნა, პირველი ამომრჩეველი 08:15 საათზე მივიდა, ხმის მიცემის პროცესი ამ დროს განხორციელდა.

 

ცესკოში აცხადებენ, რომ მარნეულში არასამთავრობო სექტორის დამკვირვებლების დიდი რაოდენობა, ხმის მიცემის პროცესს აფერხებს.

 

ზუგდიდში დაფიქსირებული საჩივრის მიხედვით, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ეგიდით საკრებულოს დეპუტატი იყო წარმოდგენილი.

იტვირთბა....