დონალდ ტრამპი და ჰილარი კლინტონი ნიუ იორკში საქველმოქმედო გალა სადილზე ერთ მაგიდასთან ისხდნენ. ამ ღონისძიებაზე, ყოველ 4 წელიწადში ერთხელ, პრეზიდენტობის კანდიდატებს იწვევენ, სადაც ისინი ტრადიციის მიხედვით, ხშირად ხუმრობენ ისეთ თემებზე, რაზეც სხვა სივრცეში მწვავედ კამათობენ. დონალდ ტრამპი და ჰილარი კლინტონი ერთმანეთის ხუმრობებმა გაამხიარულა.