ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

შსს-მ ყაჩაღობის მომზადების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

 

შსს-ს ქვემო ქართლის და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე მ.ო. ყაჩაღობის მომზადების ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „ეკოლის“ მოდელის პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მ.ო. აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან საქართველოში ჩამოვიდა და რუსთავში, ერთ-ერთ სასტუმროში დაბინავდა. ბრალდებულმა ბათუმში მდებარე სავალუტო ჯიხურზე თავდასხმა დაგეგმა, მაგრამ სამართალდამცველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, განზრახვა ვეღარ განახორციელა.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ყაჩაღობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 18-179-ე მუხლით).

იტვირთბა....