”თავისუფალი დემოკრატების” წევრის შალვა შავგულიძის შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ მმართველი გუნდის მიერ კონტროლირებადი მოსამართლეა არჩეული.
”ზაზა თავაძე ის მოსამართლეა, რომელიც სხდომების გადადებას შუამდგომლობდა, როცა ამის ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობდა, ხოლო დანიშნულ პროცესებზე არ ცხადდებოდა. აქ მნიშვნელოვანია, რომ ”კაბელების საქმესთან” დაკავშირებით წარდგენილი სარჩელის განხილვის ხელოვნურად გაჭიანურება პატიმრობაში მყოფ ადამიანებს ეხებოდა, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მათ შესაძლოა საპატიმრო დაწესებულება დაეტოვებინათ. თავაძის განვლილი საქმენი მიუთითებს იმაზე, რომ ის ექვემდებარება მმართველი ძალის კონტროლს…”. – განაცხადა შავგულიძე.
შეგახსენებთ, გუშინ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ პლენუმმა ზაზა თავაძე აირჩია.