საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თანმჯდომარე ჰყავს, მოსამართლე ზაზა თავაძის კანდიდატურას ხუთმა მოსამართლემ დაუჭირა მხარი.
წინა სხდომაზე, მოსამართლეების ნაწილმა თავმჯდომარეობის კანდიდატურად ირინა იმერლიშვილი დაასახელა, ნაწილმა კი – ზაზა თავაძე. იმისათვის, რომ წარმოდგენილი კანდიდატიდან ერთ-ერთი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გამხდარიყო, მას პლენუმის მინიმუმ 5 წევრის მხარდაჭერა ესაჭიროება.
საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა თავმჯდომარემ, 1996 წელს საქართველოს ღია ჰუმანიტარული ინსტიტუტი დაამთავრა. 2001-2002 წლებში, თავაძემ სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე განაგრძო.
აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ თავმჯდომარეს მაგისტრის აკადემიური ხარისხი აქვს ბიზნესის მართვის კუთხით.
2008-2010 წლებში ზაზა თავაზე თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა .
რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას, 2004 წელს ის ტოლვილთა და განსახლების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა.
ზაზა თავაძე 2008-2010 წლებში მაშინდელი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის მოადგილე იყო.
2010 წელს უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ 2010 წლის 15 ივნისსა და 2015 წლის 10 ივნისს არჩეულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ და მეორე კოლეგიის თავმჯდომარედ.
ზაზა თავაზე ფლობს გერმანულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.