ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დენის გრაფიკი: თბილისის რომელ რაიონებს შეუწყდება დღეს ელექტრომომარაგება

თბილისის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება გლდანის, ნაძალადევის, მთაწმინდის, კრწანისის და საბურთალოს რაიონებს. კომპანია მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.

გლდანის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის VII მიკრორაიონის, ბარისახოს, ულიანოვის, ანდრონიკაშვილის (ნაწილობრივ), ხეჩუაშვილის, ვარდევანის, უწერის, ყუშიტაშვილის და ჭრებალოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) და ბარამიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კომკავშირის ხეივნის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) და ქავთარაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი.

იტვირთბა....