ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

4 თვის ჩვილი გარდაიცვალა: „სახლი არ მაქვს, კარი არ მაქვს, დახმარება შემიჩერეს, ბავშვს საკვები ვერ მივეცით“

 

ბათუმში 4 თვის ჩვილი გარდაიცვალა. ბავშვი სამედიცინო განყოფილებაში 4 დღე იყო მოთავსებული. მასთან ერთად მკურნალობის კურსს კლინიკაში გარდაცვლილი ბავშვის ძმებიც გადიან. ისინი, ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან.

როგორც გარდაცვლილის მამა ამბობს, ისინი სოციალურად დაუცველები არიან, ბავშვებს კი, ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემები ადრეც ჰქონდათ.

„მე და ჩემ მეუღლეს, ჯანმრთელობის პრობლემები გვაქვს და ვერ ვმუშაობთ. სახლი არ მაქვს, კარი არ მაქვს. ვერ მივაქციეთ ბავშვს სათანადო ყურადღება, ვერც საკვები მივეცით, რომელიც ჩვილს სჭირდება. სოციალური დახმარებაც შემიჩერეს“, – ამბობს ჯემალ ტუხაშვილი.

ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში კი აცხადებენ რომ, ჩვილის გარდაცვალების მიზეზი პნევმონიით გამოწვეული შოკი გახდა.

„პაციენტი, 11 ოქტომბერს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში შემოვიდა. შემოსვლისას, მისი მდგომარეობა იყო, უკიდურესად მძიმე. ბავშვი გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე, ჩაუტარდა ანტიშოკური თერაპია, რომელიც მოწოდებულია საქართველოს ეროვნული პროტოკოლით, მიუხედავად ამისა, განვითარდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – ამბობს  ექიმი ვახტანგ აფხაზავა.

წყარო: “ბათუმელები”

იტვირთბა....