პოლიტიკოსი ლევან მამალაძე სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს:
მომეცით საშუალება პასუხი ვაგებინო სააკაშვილს!!!
სააკაშვილის ამ გამოსვლამ ჩემს ოჯახზე გატარებული სისხლიანი რეპრესიები გამახსენა!
2006 წლის 15 თებერვალს ვრცელი წერილობითი ჩვენება გაუგზავნე რუსთავის სასამართლოს თავჯდომარეს ნატა თედეშვილს, რომელმაც სააკაშვილის დავალება პირნათლად გააფორმა. გთავაზობთ ჩემი ჩვენებიდან ამონარიდს:
-გამოიების მიერ განხორციელებულ ქმედებებს თუ დავაკვირდებით, თვალნათლივ ჩანს პოლიტიკური დაკვეთის არსებობა. საქმეში მოყვანილი მოწმეები, ადასტურებენ მათზე ზეწოლას და მზად არიან თქვან სიმართლე. პროკურატურის მიერ ამოღებული დოკუმენტები და ჩემი საფინანსო – ქონებრივი დეკლარაცია ადასტურებს ჩემ უდანაშაულობას.
პროკურატურის მიერ მოყვანილ ჩამონათვლიდან მხოლოდ ფრაზას „ფაქტობრივ გარემოებებს“ შემიძლია დავეთანხო. სწორედ ფაქტობრივი გარემოება არის ის, რომ სააკაშვილის დავალებით ხორციელდება ჩემზე პოლიტიკური ანგარიშსწორება, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე პროკურატურამ შეკერა ეს საქმე, ზეწოლას ახდენენ ჩემს ახლობლებზე, რასაც მათი სიცოცხლე შეეწირა.
2003 წლის 23 ნოემბრის ცნობილი მოვლენების შემდეგ საქართველოს პროკურატურამ მიიღო დავალება ჩემს მიმართ დევნის განხორციელების თაობაზე. დავალება გაიცა საქართველოს პარლამენტის დარბევის ორგანიზატორის, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით. სააკაშვილიმა ჩემს მიმართ ანგარიშწორებე ჯერ კიდევ 2001 წლიდან დაიწყო.
ჩემს წინააღმდეგ ხორციელდებოდა ძვირადღირებული ბინძური პიარი, უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის ჩამოსაყალიბებლად.დაქირავებული პირების და მედიის საშუალებით გეგმაზომიერად ავრცელებდნენ ჭორებს, ნინაგებზე, ზოდებზე, რაშებზე და აშ. სააკშვილი ვერ მპატიობდა იმას, რომ ვიცავდი საქართველოს ინტერესებს, აქტიურ ოპონირებას ვუწევდი მას, ვამხელდი კორუფციაში და სახელმწიფო ინტერესების ღალატში, რაც არაერთხელ ღიათ დავაფიქსირე. ამის აგმო სააკშვილი რამდენჯერმე გაიქცა პირდაპირი ეთერიდან ჩემთან დებატებისას.
ხელისუფლების გადატრიალების ავტორებმა მიზნად დაისახეს ჩემი განადგურება და შესაბამისი მოწოდებებით გამოდიოდნენ პრესით, ტელევიზიით და მათ მიერ ორგანიზებულ მიტინგებზე.
-2003 წლის 25 ნოემბერს საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევით გააუქმეს 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემის შედეგები, რითაც ჩამოიშორეს არასასურველი პოლიტიკური ორგანიზაციები და დაიწყეს მათი დევნა. მე გახლდით # 8 საარჩევნო ბლოკ „ახალი საქართვეოსათვის“ სიაში, ამავდროულად დიდი უპირატესობით გამარჯვება მოვიპოვე ბოლნისის რაიონის ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქში.
– 2003 წლის 27 ნოემბერს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მაშინდელმა ხელმძღვანელმა თინა ხიდაშელმა, სააკაშვილის მხარდაჭერით ზეწოლა განახორციელა უზენაეს სასამართლოზე და მისი გადაწყვეტილებით ბათილად ცნეს # 23 საარჩევნო ოლქის ბოლნისის მაჟორიტარული წესით ჩატარებული არჩევნების შედეგების ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი.ნიშანდობლოვია ის, რომ უზენაესი სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში ხაზგასმით აღნიშნავს ‘’ის გარემოება , რომ საარჩევნო ოლქში შემავალ უბნებზე მოსარჩელეს დაფიქსირებული ქონდა დარღვევები, რის გამოც საოლქო კომისიაში შესული იყო განცხადებები /საჩივრები, არ ნიშნავს ამ უბნებზე არჩევნების შედეგების ავტომატურად გაბათილებას“.
ცსკოს უფლებამოსილი იყო საარჩევნო კოდექსის 105 -ე მუხლიუს მე-13 პუნქტის საფუძველზე ბოლნისის #23 ოლქში არჩევნები, საჩივრების გათვალისწინებით შეეჯამებინა და ახალი ოქმი შეედგინა.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, პარლამენტის წევრობის მანდატი, რომელიც უკვე მიღებული მქონდა არ გაუქმებულა, გაუქმდა ცსკოს შემაჯამებელი ოქმი და არა არჩვენების შედეგები. კანოის თანახმად ცსკო ვალდებული იყო შენიშვნების გათვალისწინებით შეედგინა ახალი შემაჯამებელი ოქმი და გამოეცა შესაბამისი განკარგულება, მაგრამ ცსკოს მთელი შემადგენლობა დააშინეს და იძულებით დააწერინეს განცხადებები, ფაქტიურად გაყარეს.
ცსკოში დაინიშნა სააკაშვილის ხალხი, ჭიაბრიშვილის თავჯდომარეობით და ბოლნისში არჩევნების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცებაზე ახალი განკარგულების გამოცემის ნაცვლად, უკანონოდ ხელახალი არჩევნები დანიშნეს.
ეს იმიტომ გააკეთეს, რომ რა ფორმითაც არ უნდა გადაეთვალათ შედეგები ან უბნებიც რომ გაეუქმებინათ, არჩევნების შედეგები მაინც ჩემს სასარგებლოდ რჩებოდა. საქართველოში ეს ერთადერთი შემთხვევა იყო მაჟორიტარის გაუქმებისა. სააკაშვილი ძალიან უფრთხოდა პარლამენტში ჩემ შესვლას.
-2003 წლის 18 დეკემბერს სააკაშვილის ცენტრელური საარჩევნო კომისიის დადგენილებით, 2004 წლის 25 იანვრისათვის ბოლნისის რაიონში დაინიშნა განმეორებითი არჩევნები. ბოლნისის მოსახლების მხარდაჭერიდან გამომდინარე მე განმეორებითაც მოვიგებდი არჩევნებს, მაგრამ ამის საშუალება არ მომეცა.
სააკაშვილმა ჩემი საქმის შეკერვა პროკურორ ვალერი გრიგალაშვილს დაავალა. საჭირო იყო სასწრაფოდ ჩემზე სს საქმის აღძვრა, რომ სააკაშვილისთვის ესიამოვნებინათ.
– 2003 წლის 24 დეკემბერს საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსმა ვალერი გრიგალაშვილმა ახალი რეჟიმის წინაშე თავის გამოჩენის მიზნით, წერილით მიმართა ჯ.პანდიტს. როგორც გამოვარკვიე ბრიტანეთის მოქალაქე ჯ.პანდიტი გ.მგალობლიშვილთან ერთად მხილებულ იყვნენ 3 მილიონის მითვისებაში და ფინანსურ მაქინაციებში. მათზე აღძრული იყო სს საქმე და პროკურატურა ადვილად დაიყოლიებდა მათ. ასეც მოხდა, გამომძიებელი გაურიგდა ჯ.პამდიტს მასზედ, რომ თუ მიიღებდა ჩემ საწინააღმდეგო ჩვენებას, შეაჩერებდა მათზე აღძრულ სს. საქმეს .
– 2003 წლის 29 დეკემბერს გარიგალაშვილის დავალებთ, მისი მოადგილე ჯ.დოხტურიშვილი საფუძვლის გარეშე ღძრავს ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს. პროკურატურა, ხელისუფლების დავალების დასაჩქარებლად, აღარ ელოდება პანდიტის პასუხს და 2004 წლის 6 იანვარს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გამომძიებელი თ.ბიჭოშვილი, ღებულობს დადგენილებას ჩემი სს. სამართლის პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით. პროკურატურა პანდიტისგან პასუხს ღებულობს ფაქსით ,მხოლოდ 2004 წლის 9 იანვარს ( როგორც დადგინდა ჯ.პანდიტს პასუხი თვით გამომძიებელმა შეუდგინა და გ.მგალობლიშვილის მეშვეობით მიაწოდეს მას). სს კოდექსის თანახმად ფაქსით მიღებული წერილი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სს საქმის აღძვრის საფუძვლად, მაგრამ პოლიტიკური შეკვეთა კანონზე მაღლა დააყენეს. ამიტომ 2004 წლის 8 იანვარს გამომძიებელ თ . ბიჭოშვილი გამოსცემს დადგენილებას, ჩემს ძებნაში გამოცხადების თაობაზე. პოლიცია ყოველ დღე მიდის ჩემს ოჯახში, თითქოს ბინაში ვიმალებოდე, იქ მეძებენ და ყოველდღე ჩხრეკას ატარებენ მეუღლისა და მცირეწლოვან ბავშვების თანდასწრებით. გამუდმებით დაკითხვებზე იბარებდნენ და მიყავდათ ჩემი მშობლები და ახლობლები.
პროკურატურამ სააკაშვილს უპატაკა , მამალაძეზე საქმე აღძრულია, დეპუტატობა გაუქმებულია, ასე რომ თავისუფლად იმოქმედებდნენ! მ.სააკაშვილმა 2004 წლის პირველი საპარლამენტო სესიაზე დეპუტატებს ასე მიმართა: “საქართველოში ბევრი რამ შეიცვალა უკეთესობისკენ. ბოლო მოსვლაზე ამ თქვენ ადგილებზე ისხდნენ ლევან მამალაძე და სხვები და ეხლა სხედხართ თქვენ.
მან ფაქტიურად ყველას მოუწოდა ჩემი და ჩემი ოჯახის დევნისკაენ. “ნულოვანი ტოლერანტობა, ყველანი ციხეში, ყველანი ციხეში”, სააკაშვილის ეს ფრაზა კარგათ გემახსოვრებათ.
სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან ჩემს მიმართ პოლიტიკური დევნა ამით არ შემოიფარგლა. მათ შეადგინეს ჩემი და ჩემი საახლობლოს მიმართ რეპრესიების განხორციელების ბინძური გეგმა . სამსახურიდან დაითხოვეს ჩემი დედმამისშვილები, ნათესავები და მეგობრები. ვინც კი ჩემთან იყო დაკავშირებული ყველა პროკურატურაში იქნა დაბარებული. 2004 წლის 28 იანვარს შაბათ ღამეს, პროკურატურის დავალებით სპეც-რაზმი თავს დაესხა ჩემს მშობლების ოჯახს, სადაც სააკაშვილის მიერ გამოცხადებულ დევნას თავს აფარებდა ჩემი მეუღლე სამ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად. მათ დააწიოკეს მთელი ოჯახი, ეცადნენ მხცოვანი დედაჩემი ძალის გამოყენებით გაეყვანათ სახლიდან. ყოველივე 1937 წლის რეპრესიების მსგავსად განვითარდა. პროკურორ ვალერი გრიგალაშვილის მიერ განხორციელებულ ძალადობას შეეწირა და 2004 წლის 24 ივნისს თვითმკვლელობით სიცოცხლე დაასრულა ჩემმა ბიძამ დავით პაიჭაძემ. მას გამუდმებით იბარებდნენ დაკითხებზე და აშანტაჟებდნენ. სწორედ გარიგალაშვილის მარვალსაათიანი დამამცირებელი დაკითხვის შემდეგ გამოესალმა იგი სცოცხლეს. ნიშაბდობლივია ის რომ, მომხდარ ფაკქტზე პროკურატურამ არა თუ აღძრა სიოსხლის სამართლის საქმე, არამედ საერთოდ არავინ არ დაკითხა. 2004 წლის 23 ივნისს ერთადერთი ბინიდან გამოყარეს ჩემი ოჯახი, სამ მცირე წლოვან ბავშვთან ერთად. მანამდე ჩემ მშობლებს ჩამოართვეს მათი კუთვნილი აგარაკი კოჯორში. ჩემი ძმა სერგო მამალაძე, ჯერ კიდევ სსრკ პერიოდიდან მუშაობდა პოლიციაში, უსაფუძვლოდ დაითხოვეს შსს რიგებიდან. ჩემი და ლია მამალაძე, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა “ნერსინგის” ამერიკულ პროგრამას საქართველოში, სამსახურიდან დაითხოვეს მხოლოდ იმის გამო რომ ჩემი და იყო. მისი მეუღლე გოჩა ანთიძე დაუსაბუთებლად დააკავეს და საბყრობილეში გამოკეტეს შეთხზული მრავალწლიანი ბრალდებით და გაანთავისუფლეს მას შემდეგ რაც თანხა გამოძალეს. ამის გამო ჩემმა დამ ბინა გაყიდა და დღესაც ვალებს იხდის. ჩემი ნათესავი ავადმყოფი კაცი, 70 წლის ამირან ყაჭეიშვილი, გაუთავებლად დაკითხვებზე ატარეს, რეანიამაციაშიც კი გაძლიერებული დაცვის ქვეშ ყავდათ ტელეშოუების მოწყობის მიზნით და მის გარდაცვალებას კამერზე აფიქსირებდნენ. ასევე შანტაჟს და ძალმომრეობას ვერ გაუძლო მამაჩემმა, რომელიც თბილისის რეპრესიებს გაერიდა და მამისეულ სახლში იმყოფებოდა, გურიაში სოფელ ხევში. პროკურატურა მოსვენებას არ აძლევდა მას და საუკუნოვანი ხის ოდასახლის დასაბუთებას მოითხივდა, თუ როგორ ააშენა ბაბუაჩემმე ისიდორე მამალაძემ ეს სახლი. 2005 წლის 24 ივნისს ნერვიულობის ნიადაგზე ჩემი მამა ინსულტით გარდაიცვალა. ჩემი გუნდის წევრებს დღესაც დაკითხვებზე ატარებენ, გოჩა ლორია ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ციხეში ჩასვეს , ზაზა კოკაია კი ძებნაში გამოაცხადეს. ეს მცირე ჩამონათვალია იმ რეპრესიებისა , რომელიც დღესაც გრძელდება.
PS. 2015 წლის 18 მარტს ღვიძლის დაშლით უცაბედად გარდაიცვალა ჩემი სიძე გოჩა ანთიძე. ის სულხან მოლაშვილთან ერთად იჯდა ციხეში.