ახალი ამბები მთავარი სამართალი

ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარ აფეთქებას ტერაქტი უწოდეს

სოხუმში, ე.წ. სახელმწიფო ტელევიზიასთან მომხდარ აფეთქებას, ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება “ტერაქტის მცდელობას” უწოდებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით, უცნობმა მამაკაცმა ე.წ. სახელმწიფო ტელევიზიის ტერიტორიაზე თავი აიფეთქა. დაღუპულ მამაკაცს სხეულზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა მიკრული. ინფორმაციას დე-ფაქტო ხელისუფლების ძალოვანი უწყებები ადასტურებენ. ტერორისტული აქტის გარემოებების დადგენა მიმდინარეობს.  თვითმკვლელი ტერორისტის ვინაობა უცნობია.

წყარო: uznayvse.ru

იტვირთბა....