ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს თბილისის ხუთ რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

 

თბილისის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება საბურთალოს, დიდუბის, სამგორის, ვაკის და ნაძალადევის რაიონებს. კომპანია მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.

საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, სოფ. დიღმის, გოძიაშვილის, სარაჯიშვილის და კვანტალიანის ქუჩების მცხოვრებლებს. ასევე 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ასათიანის და ზაქარიაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ახმეტელის, ბელიაშვილის და ლუბლიანას ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების, ალექსეევკის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ახვლედიანის, ჩანტლაძის, მუხაძის, ამირანაშვილის, წუწუნავას, გოკიელის, კაკაბაძის, ესენინის, სააკაძის, ფიროსმანის და პეტრიწის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების, გურამიშვილის გამზირის და გუდამაყრის ქუჩის მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – აცხადებს თელასი.

იტვირთბა....