ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ტრანსგენდერი ქალი ძვლების მოტეხილობით მკურნალობს: მისი მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შსს-მ ტრანსგენდერი ქალის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. უწყება განცხადებას ავრცელებს.
შსს-ს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისან-სამგორისა და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოების თანამშრომლებმა 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.მ. დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, ორთაჭალაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბლაგვი საგნითა და ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1982 წელს დაბადებულ ზ.შ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული რუსთავში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, ორთაჭალაში 32 წლის ტრანსგენდერ ქალს სცემეს. დაზარალებულს მრავლობითი დაზიანება აქვს ყელის არეში და სახის ძვლები აქვს მოტეხილი. ის მძიმე მდგომარეობაში, საავადმყოფოში იმყოფება. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 (განზრახ მკვლელობის მცდელობის) მუხლით მიმდინარეობს.

იტვირთბა....