მთავარი პოლიტიკა სამართალი

ბურჯანაძის პარტია თბილისის 5 ოლქში საარჩევნო ბიულეტენების გადათვლას ითხოვს

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის სარჩელი შევიდა. პარტია თბილისის 5 ოლქში საარჩევნო ბიულეტენების გადათვლას ითხოვს.

პარტიის წევრების ინფორმაციით, ცალკეულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა დათვლის პროცედურების დარღვევას და პარტიის შედეგები გაყალბდა.

„გლდანის მე-10 ოლქში, კონკრეტულ ოქმებში არ ჯდება ბალანსი და ჩვენ ვითხოვთ იმას, რომ გადაითვალოს აღნიშნული კონკრეტული უბნები, სადაც ჩვენ გვაქვს სერიოზული ეჭვი, რომ გაგვიყალბეს არჩევნები და ჩაგვიყარეს ბიულეტენები, ასევე ჩვენი ბიულეტენები გადაწყობილი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა პარტიების ბიულეტენებზე. ვითხოვთ კონკრეტულად ამ უბნების გახსნას და ამ უბნების გადათვლას. თუ ისინი დარწმუნებულები არიან, იმაში, რომ არ გააყალბეს არჩევნები და ჩაატარეს კანონის დაცვით, რატომ არ ხსნიან ყუთებს.“- განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა წევრმა ბესიკ დანელიამ.

საოლქო კომისიაში კი განმარტავენ, რომ შეცდომა ტექნიკურ ხასიათს ატარებდა და ოქმის დედანში ხარვეზი უკვე გასწორებულია.

 

იტვირთბა....