ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელი და განმუხურის 38-ე უბნის არჩევნების შედეგები ბათილად დატოვა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი საარჩევნო ოლქში კობა კვარაცხელია მიიჩნევს, რომ შედეგების გაბათილება უკანონოდ მოხდა. მისი თქმით კომისიის წევრები დავალებას ასრულებდნენ და არჩევნების გაყალბებაში სხვა სახელისუფლებო სტრუქტურებთან ერთად ახლა უკვე სასამართლოც ჩაერთო.

