ახალი ამბები მთავარი

აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე “სამსუნგ ნოუთ7″-ის ატანა აკრძალა

ამერიკის შეერთებული შტატების ტრანსპორტის სამინისტრომ თვითმფრინავის ბორტზე Samsung Note 7-ის ატანა აკრძალა. ახალი დადგენილება როგორც მგზავრებს, ასევე ეკიპაჟის წევრებსაც შეეხება.

გადაწყვეტილების მიზეზად სამინისტროში იმ საფრთხის თავიდან აცილებას ასახელებენ, რომელსაც Samsung Note 7 ქმნის. ცნობილია, რომ ბატარიის გადახურების შემთხვევაში, სამსუნგის ახალ სმარტფონები ალდება. სკანდალის გამო კომპანიამ ამ მოდელის წარმოება უკვე შეწყვიტა.

 

იტვირთბა....