ახალი ამბები კულტურა მთავარი

თბილისობა 2016 – დაგეგმილი ღონისძიებების პროგრამა

წლევანდელი “თბილისობა 2016” 15-16 ოქტომბერს გაიმართება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები.

15 ოქტომბერს, 12:00-19:00 საათზე, ევროპის მოედანზე, ტოლერანტობის სკვერში მოეწყობა თბილისური ბაზარი ზურაბ შევარდნაძესთან ერთად.

12:00 – 19:00 საათზე, ევროპის მოედანზე და რიყის პარკში სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინისა და სოფლის მეურნებობის ქართული პროდუქციის დეგუსტაცია, გამოფენა-გაყიდვა, კულინარიული შეჯიბრი ნიკა წულუკიძესთან ერთად და, ასევე, სხვადასხვა კულინარიული გამოფენა გაიმართება.

12:00 – 19:00 საათზე, მეტეხის ხიდზე, რარიტეტული და უახლესი ავტომობილების გამოფენა გაიმართება.

12:00 – 19:00 საათამდე ევროპის მოედანზე კლასიკური მუსიკის კონცერტები გაიმართება. მონაწილეობას მიიღებენ ბავშვთა ორკესტრი, მევიოლინე ბავშვები, სიმებიანი კვარტეტი, ფლეიტების კვარტეტი, სიმებიანი კვარტეტი ’’სფორცანდო’’, თბილისის გოგონათა გუნდი, მუსიკალური პროგრამა ’’გვიდირიჟორე’’, ორკესტრი „Georgian Brass”, 12:00 – 19:00 საათზე, რიყის პარკში, გაიმართება რამდენიმე ღონისძიება – საბავშვო ქალაქი – მხიარული შეჯიბრებები, კომპიუტერული თამაშები, საბავშვო დისკოთეკა, ქვიშის ქალაქი, ფეინთბოლი, რაინდების ბრძოლა, სპორტული ღონისძიებები, რაგბისა და მინი გოლფის მოედანი, პარკური და კალათბურთი, კულინარიული შეჯიბრი ნიკა წულუკიძესთან ერთად, კულინარია – დეგუსტაცია, მასტერკლასები.

12:00 – 00:00 საათზე ”ახალი ტფილისის” ტერიტორიაზე მოეწყობა ინსტალაცია „ხვალ“.

12:00 – 15:00 საათამდე ”ახალი ტფილისის” ტერიტორიაზე DJ ნაკაშიძე წარსდგება მსმენელის წინაშე. ასევე 15:00 – 17:00 საათზე გაიმართება ჰიპ-ჰოპ ლაივი , ხოლო 16:00 – 17:00 საათზე გამოფენა Error images „ახალი ტფილისი“.

15:00 – 16:00 საათზე მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეში ქალაქებთან – ნანტსა და ზაარბრუკენთან თბილისის დამეგობრების საიუბილეო წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა მოეწყობა.

16:00 – 17:00 საათზე, ვაკის პარკში „შუმბა ლენდის” გახსნა, ხოლო 17:00 – 18:00 საათზე სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია თბილისი” არქიტექტურული კონკურსის დაჯილდოვება გაიმართება.

”ახალ ტფილისში 17:00 – 19:00 საათზე მაქს მაჩაიძის ლაივი გაიმართება.

19:00 – 01:00 საათამდე ევროპის მოედანზე ახალგაზრდული კონცერტები გაიმართება, სადაც მონაწილეობას ჯგუფი „რეგიონი”, ჯგუფი „ფრანი” და ჯგუფი „LoudSpeakers” მიიღებენ მონაწილეობას.
19:00 – 21:00 საათზე ”ახალი ტფილისის” ტერიტორიაზე გაიმართება კონცერტი – ჯგუფი „Young Georgian Lolitas”

19:30 – 21:30 საათზე ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრში სიმფონიური მუსიკის კონცერტი „შემოდგომის თბილისი 2016″ გაიმართება.

20:00 – 22:00 საათზე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება ევა იერბაბუანას წარმოდგენა ფლამენკო – „წვიმა”.

რაც შეეხება 16 ოქტომბერს, 12:00 -19:00 საათამდე ლეღვთახევში გაიმართება მივიწყებული პროფესიების იმიტირებული მიზანსცენები (დიდგვაროვნებისა და ყარაჩოხელების კუთხე; მჭედელი, მეწაღე, მეთულუხჩე, მეაფიშე).

12:00 – 19:00 საათზე ევროპის მოედანზე, ტოლერანტობის სკვერში მოეწყობა თბილისური ბაზარი ზურაბ შევარდნაძესთან ერთად.

12:00 – 19:00 საათზე, ევროპის მოედანზე, ღვინის აღმართთან და რიყის პარკში სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინისა და სოფლის მეურნებობის ქართული პროდუქციის დეგუსტაცია, გაყიდვა და სხვადასხვა კულინარიული გამოფენა გაიმართება.

12:00 – 19:00 საათზე, მეტეხის ხიდთან გაიმართება სპორტული ავტომობილების გამოფენა სახელწოდებით „არ ვარღვევ“;

12:00 – 19:00 საათამდე ”ახალი ტფილისის” ტერიტორიაზე პანტომიმის თეატრის წარმოდგენა გაიმართება.

12:00 – 19:00 საათამდე რიყის პარკში გაიმართება სპორტული ღონისძიებები, რაგბისა და მინი გოლფის მოედანი, პარკური და კალათბურთი.

12:00 – 19:00 ”ახალ ტფილისში” ქუჩის მუსიკოსების კონცერტი, ასევე სასულე ორკესტრის მსვლელობა გაიმართება.

12:00 – 19:30 საათამდე ევროპის მოედანზე გაიმართება კონცერტები, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სტილიზებული ფოლკლორის თეატრი „ნაბადი”, ანსამბლი „თბილისი’’, ფოლკლორული ანსამბლი „ხარება”, ანსამბლი „თბილისური კვარტეტი” , ჯგუფი „გიო + ” ახალი პროექტით , ჯგუფი „The Jetbird” და ჯგუფი „Goofyland”.

15:30 – 17:00 საათამდე ”ახალ ტფილისში” თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრი „ბიგ-ბენდის” კონცერტი გაიმართება, ხოლო 16:00 საათიდან 17:00 საათამდე გამოფენა Error images .

18:00 – 19:00 საათზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის „თბილისი 2016″ – ის დაჯილდოვება, ხოლო 19:00 – 20:00 საათამდე „თბილისზე მზრუნველის” დაჯილდოვება გაიმართება.

19:00 – 20:30 ”ახალ ტფილისში” „თხრობა მუსიკით“ – დათო ევგენიძის აკომპანიმენტით, ხოლო 20:00 – 20:30 საათზე „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ წარმოდგენა გაიმართება.

21:00 – 22:00 ”ახალ ტფილისში” „თბილისური ეზო” გაიმართება , ხოლო 21:00 – 22:45 საათამდე თბილისის მეიდანზე გალაკონცერტი – „ჩემო თბილის ქალაქო” ჩატარდება.

23:00 – 01:00 საათამდე თბილისელების განწყობაზე „ახალ ტფილისში“ DJ GACHA იზრუნებს.

იტვირთბა....