ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ყაზილაჯლოს საქმე: ერთ-ერთი ბრალდებულის ოჯახის წევრი შეუძლოდ გახდა

რუსთავის საქალაქო სასამართლოსთან სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო. საქმე ეხება 13 ოქტომბერს ყაზილაჯლოში 6 პირის დაკავებას.  ერთ-ერთი ბრალდებულის ოჯახის წევრი შეუძლოდ გახდა, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო პერსონალმა დახმარება აღმოუჩინა.

48-ე საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტის საქმეზე სასამართლო პროცესი, რომელიც 3 საათზე დაიწყო ამ დრომდე გრძელდება. სასამართლოსთან დაკავებულების ოჯახის წევრები იმყოფებიან.

დაკავებულების ოჯახის წევრები მოითხოვენ, რომ ექვსივე დაკავებული ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ გაანთავისუფლონ.

შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა ყიზილაჯლოში 6 პირი დააკავეს.

იტვირთბა....