შსს-ს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, უახლოეს პერიოდში, სავარაუდოდ უახლოეს საათებში, დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე განცხადება გაკეთდება.
„გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე უახლოეს პერიოდში, შესაძლოა უახლოეს საათებშიც კი, ოფიციალური კომენტარი გაკეთდება. ახლა მივალ სამსახურში და ამის შემდეგ გადაწყდება ეს საკითხი. საქმე გახსნილია. დანარჩენს დაველოდოთ“, – აღნიშნა მღებრიშვილმა.