„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც მომავალი პარლამენტი იმსჯელებს, ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების მიღება იქნება. ეს განცხადება კობახიძემ „პირველი არხის“ ეთერში გააკეთა.
„ამ ინიციატივასთან დაკავშრებით ჩვენი პოზიცია თავის დროზე გაჟღერდა, პრემიერმა გააკეთა შესაბამისი განცხადება და ჩვენს დღის წესრიგში დგას ამ კონსტიტუციური კანონპროექტის განხილვა და, შეაბამისად, შემდეგ მიღება. ეს იქნება ერთ-ერთი კონსტიტუციური ცვლილება, რომელზეც იმსჯელებს შემდეგი პარლამენტი.”-განაცხადა კობახიძემ.