თურქეთის პოლიციამ სტამბოლში საქართველოს ორი მოქალაქე ზაზა კორინთელი და ლური ანდრიაძე დააკავა, – ამის შესახებ თურქული მედია იტყობინება.
მათი ინფორმაციით, ორი შეიარაღებული ქართველი სტამბოლში ალი ჰაიდარის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლში შეიჭრნენ, საიდანაც 500 თურქული ლირა მოიპარეს. სწორედ ამ დროს სახლის მეპატრონე დაბრუნდა და მეზობლებს დასახმარებლად დაუძახა. ქურდებმა სახლიდან გასვლა იარაღის მუქარით მოახერხეს, მათ მიმალვა მანქანით სცადეს.
დაკავების ოპერაციის დროს პოლიციას და ქართველ კრიმინალებს შორის ორმხრივი სროლა მოხდა, რა დროსაც თურქი სამართალდამცველი დაიჭრა. პოლიციამ საპასუხო ცეცხლი გახსნა და ზაზა კორინთელი ფეხში დაჭრა. კორინთელი სამედიცინო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გაიყვანეს, პოლიციამ მეორე შეიარაღებული პირიც დააკავა.
აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.