14-15 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი, – ამის შესახებ „გარემოს ეროვნულ სააგენტოში“ აცხადებენ.
მათი ინფორმაციით, ზოგან ძლიერი და ელჭექია მოსალოდნელი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს, მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია თოვლი.