ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

ვაზისუბანში “ოცნებისა” და “ნაცმოძრაობის” შორის მომხდარ დაპირისპირებაზე საქმე აღიძრა

“ქართული ოცნების” ვაზისუბნის მაჟორიტარის ირაკლი აბუსერიძის შტაბის ინფორმაციით, მათ შტაბთან “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ გოგა ონიანის მხარდამჭერების გამოჩენას შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

მათი ინფორმაციით, 23:30 საათზე, ოფისთან ახლოს, სუპერმარკეტთან გამოჩნდა რამოდენიმე პირი, რომლებიც იყვნენ არაფხიზელ მდგომარეობაში. ისინი გამოირჩეოდნენ აგრესიულობით. ირაკლი აბუსერიძის მიმართ გამოითქვა უცენზურო სიტყვები, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. როგორც ირკვევა, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები ამოიცნეს გამვლელმა მოქალაქეებმა. ისინი აღმოჩნდნენ “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატის, გიორგი ონიანის შტაბის წევრები”, – აცხადებენ აბუსერიძის შტაბში.
ერთ-ერთი დაშავებული რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება.

“მას აქვს ნაჩხვლეტი ჭრილობები, რომელიც მახათით აქვს მიყენებული. გახეთქილი აქვს წარბი. ჩემი შტაბის წევრები ხსნიან დეტალურად, რომ ამ შტაბის გვერდით სუპერმარკეტში შევიდნენ, გამოსვლისას კი დახვდათ ხელკეტებით შეიარაღებული 30 პირი. ამ სუპერმარკეტს აქვს ვიდეოკამარები, ძალიან ვთხოვ ამოიღოს პოლიციამ ჩანაწერები და ანახო ხალხს თუ რა მოხდა”, – განაცხადა “ნაცმოძრაობის” წევრმა გიორგი ონიანმა.

ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 125-ე, ცემის მუხით დაიწყო.

იტვირთბა....