ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პარლამენტში შევალთ, მაგრამ კითხვის ნიშანი უამრავია”

“პარლამენტში შევალთ, მაგრამ კითხვის ნიშანი უამრავია”, – ამის შესახებ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელზეც არჩევნების შედეგები შეაფასა.

“საერთაშორისო ორგანიზაციები მეტ-ნაკლებად პოზიტიურად აფასებენ არჩევნებს, რაც გასაკვირია. უფრო გასაკვირია, რომ პარტიების უმრავლესობამაც მეტ-ნაკლებად პოზიტიურად შეაფასა, მათ შორის ვინც ბარიერი ვერ გადალახა. ჩვენ ვცდილობთ ყველა სიტყვა იყოს მოზომილი. არჩევნების შედეგებით არ ვართ კმაყოფილი. არის უამრავი კითხვის ნიშანი. ჩემთვის გაუგებარია, რანაირად შეიძლება აჭარაში ავიღოთ 8 000 ხმა, როცა ბათუმში მიტინგზე იყო 28 000 იყო მოსული. ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება 280 000 ადამიანი ხელშეკრულებას გიდებდეს, რომ ხმას მოგცემს და ცესკო გეუბნება 100 000 ხმა აიღეო. ისე არ უნდა გამოჩნდეს, რომ მარტო ჩვენ ვართ უკმაყოფილო. პარლამენტში შევალთ, მაგრამ კითხვის ნიშნები უამრავია“, – განაცხადა თარხან მოურავმა და დასძინა, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ 22 ნოემბერს ყრილობას გამართავს, რომელზეც „ყველა ამ თემაზე იმსჯელებს“.

შეგახსენებთ, საქართველოში 8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.  ბარიერი სამმა პარტიამ გადალახა: „ქართული ოცნება“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“.

იტვირთბა....