აშშ-ში მეორე საპრეზიდენტო დებატების შემდეგ გამოკითხვებში ჰილარი კლინტონი 57%-ით ლიდერობს. დონალდ ტრამპს კი – 34% აქვს. ამავდროულად, აღსანიშნავია რომ ინტერნეტ საიტმა Wikileaks-მა ჰილარი კლინტონის ელ-ფოსტიდან კიდევ 2 ათასი ფაილი გამოაქვეყნა. მათ შორის არის სტრატეგიული ხასიათის მიმოწერები კლინტონის შტაბის წევრებთან.
კვირას გამართულ დებატებზე ჰილარი კლინტონმა რუსეთი დონალდ ტრამპის სასარგებლოდ ინფორმაციის მოპარვაში დაადანაშაულა.