ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი “ნაციონალური მოძრაობის” ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“მე არავინ მეკითხება, მაგრამ მაინც, დავწერ…
1 – ნაციონალები არ უნდა შევიდნენ პარლამენტში. დიახ, პატივი უნდა სცენ საკუთარ ამომრჩეველს და სწორედ ამიტომ უნდა თქვან უარი საპარლამენტო მანდატებზე. ამომრჩეველს მათთვის ხმა არ მიუცია იმისთვის, რომ რამდენიმე დეპუტატს ოჯახის რჩენის შესაძლებლობა ჰქონოდა. თუ ყველაფერი ამაზე გადის გასაგებია…
რას ნიშნავს ტრიბუნის დაკარგვა? რომელი ტრიბუნის და ვისთან ერთად დგებიან ამ ტრიბუნასთან.
ერთი წუთით წარმოიდგინეთ რა მოხდება, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ სახეები, რომლებმაც საქმის კეთება ნამდვილად იციან, არ გააკეთილშობილებენ პარლამენტის “„კარტინკას” და ადა მარშანიას იმედად დატოვებენ. თან, ნუ დაგავიწყდებათ რომ 1. ახლა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს დააყენებენ 2. “რუსთავი2”-ს წაიღებს. და რა ტრიბუნა, რის ტრიბუნა? პარლამეტის თბილ შენობაში ჯდომა კი არა, ქვეყნის დაცვა ფიზიკურად მოუწევს ყველა თავმოყვარე მოქალაქეს.
P.s. თუ შეხვალთ, არ გაუყალბებიათ თქვენთვის არჩევნები და გამოდის რომ 27% -იანი პარტია ხართ და მაშინ ტონი ქვევით დაწიეთ და ნუ ებლატავებით 50%-იან პარტიას. თქვენც ასევე ბლატაობდით უმრავლესობაში რომ იყავით. ახლა ისინი არიან და აცადეთ მაშინ”, – წერს ჟორჟოლიანი.