„ყველას გინებას ვაკოპირებ… დრო მოვა, აღარ ვიქნები საჯარო პერსონა და პოლიტიკოსი, მერე ყველას დაგივლით სათითაოდ“ – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა „რეპორტიორთან“ ინტერვიუსას განაცხადა.
“თმენის ვალდებულებას ყველაფერთან დაკავშირებით გამოვიჩენ, მაგრამ მიუღებელია დედის გინება საჯარო სივრცეში და ყველას გიმახსოვრებთ, ყველა გინებას ვაკოპირებ, ყველას გვარი, სახელი და ფოტო მაქვს შენახული, ვინც მე დედას მაგინებთ. დრო მოვა, აღარ ვიქნები საჯარო პერსონა და პოლიტიკოსი, მერე ყველას დაგივლით სათითაოდ“ – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
შეგახსენებთ, 8 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. „პატრიოტთა ალიანსს“ დიდი შანსი აქვს, რომ პარლამენტში შევიდეს. ჯერ ცესკოს საბოლო შედეგები არ გამოუქვეყნებია.