ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როგორ მივიღოთ მონაწილეობა: Harvard პოსტ-საბჭოთა ქვეყნებისთვის სწავლის სრულ დაფინანსებას აცხადებს

 

Harvard-ის უნივერსიტეტი სასტიპენდიო პროგრამას აცხადებს. სტიპენდიის მოპოვება 24-დან 32 წლამდე ასაკის პირებს შეუძლიათ, რომლებიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნის მოქალაქეები არიან. სტიპენდია სწავლის სრულ დაფინანსებას მოიცავს და აპლიკაციის გაგაზავნის ბოლო ვადა 1 დეკემბერია.

პროგრამაში მონაწილეობა მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველებს შეუძლიათ. დაფინანასება ორწლიან საჯარო პოლიტიკის ფაკულტეტეზე ცხადდება.

სტიპენდიის მოსაპოვებლად კანდიდატს GRE-ის ან GMAT-ის ტესტი დასჭირდება. ასევე, სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი ცნობაც: TOEFL-ის ტესტის შემთხვევაში მინიმალური სავალდებულო ქულებია:

IBT – 100

CBT – 250

PBT – 600

IELTS-ის შემთხვევაში მინიმალური მოთხოვნა 7 ქულაა.

ონლაინ აპლიკაციის გაგზავნა ფასიანია და მისი ღიორებულება 100 დოლარია. სხვა საბუთებთან ერთად აპლიკანტს რეკომენდაციის წერილის, რეზუმეს, მოტივაციის წერილისა და უნივერსიტეტის ქულების საბუთის გაგზავნაც მოუწევს.

სასტიპენდიო პროგრამაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს

დეტალები იხილეთ აქ  

 

იტვირთბა....