ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ამ დროისთვის, თბილისში ხმების 50%-ზე მეტი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის 4 კანდიდატს აქვს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხმის დათვლის პროცედურა გრძელდება. თბილისის მაჟორიტარული ოლქების უმრავლესობაში, სავარაუდოდ, მეორე ტური გაიმართება.

ცესკო-ს ამ დროის მონაცემებით, თბილისის 22 ოლქიდან მაჟორიტარი დეპუტატობის მხოლოდ 4 კანდიდატს აქვს ხმების 50%-ზე მეტი მიღებული, ესენია: „ქართული ოცნებიდან“ ზაზა ხუციშვილი – 50.53%, ასევე მმართველი პარტიიდან მამუკა მდინარაძე – 51.81%; „ქართული ოცნების“ საბურთალოს მე-5 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო გოგუაძე – 51.52% და ჩუღურეთის მე-14 მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ვოლსკი – 57.32%.

იტვირთბა....