„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების განცხადებით 8 ოქტომბერს გამართული არჩევნები ძირითადად წყნარ და მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, თუმცა არ იყო იდეალური. IRI-ს სადამკვირვებლო მისია მეორე ტურებსაც დააკვირდება.
“ჩვენ მოვისმინეთ, რომ იყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები. კონკრეტული ერთი პარტია ცესკოს გავლენის ქვეშ მოქცევას შეეცადა. პარტიები თავიანთ უფლებამოსილებებს ამეტებდნენ და გავლენას ახდენდნენ ამომრჩევლების ნებაზე. ამ დრომდე არ იცის ამომრჩეველმა ვინ გადალახა ბარიერი, გაიწელა პროცესი. ჩვენ ძალიან მოგვეწონა გამართული არჩევნები,”- განაცხადა ბერი ჯექსონმა.

