ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მარნეულში პოლიციელების დამატებით გაშვებას მოითხოვს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა” ასოციაცია

 

მარნეულში პოლიციელების დამატებით გაშვებას მოითხოვს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა” ასოციაცია.  შესაბამისი განცხადებით შსს-ს ანა ნაცვლიშვილმა მოუწოდა:
”ადამიანების გარკვეული რაოდენობა ძალიან აგრესიულად მოქმედებს. ჩვენი ინფორმაციით, დაშავებულია ერთი პოლიციელი. ძალადობა ყოვლად დაუშვებელია. დაუშვებელია პოლიციელზე თავდასხმა. განსაკუთრებით ასეთი ვანდალური ფორმით. მოვუწოდებ ყველა მხარეს, რომ უზრუნველყონ თავისი წარმომადგენლების მხრიდან კანონის და წესების დაცვა, დაგმონ ძალადობა და მოუწოდონ, რომ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი არ იყოს წახალისებული. მოვუწოდებ შსს-ს მიიღოს შესაბამისი ზომები და გაგზავნოს პოლიციელები ადგილზე. დარწმუნებული ვარ, ეს ზომები მიღებული იქნება”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ  არსებული ინფორმაციით, მარნეულის 48-ე უბანზე უცნობი პირები არჩევნების გაყალბებას ცდილობდნენ, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ჩამსხვრეულია იმ შენობის მინები, რომელშიც აღნიშნული უბანია განთავსებული.
მომხდარში „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“, „ქართული ოცნება“ კი „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებს.

იტვირთბა....