ბათუმში უბედური შემთხვევა მოხდა. 51-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში შესვლის დროს, მოქალაქეს, ფეხი დაუცურდა და წაიქცა. მიღებული ტრამვა სიკვდილის მიზეზი გახდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ გარდაცვლილი ხანშიშესული მამაკაცი იყო. გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.