ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

გურამ დონაძე ირმა ინაშვილის პარტიიდან დეპუტატობის კანდიდატს უჩივის

შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – გაერთიანებული ოპოზიციის” ვაზისუბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს შსს-ში უჩივის. ამის შესახებ მან „გურიანიუსს“ განუცხადა.

როგორ დონაძე ინტერვიუში ამბობს, ირაკლი ლატარიას მიერ, მის წინააღმდეგ გავრცელებული ინფორმაცია, რომ დღეს ვაზისუბანში ერთ-ერთ უბანზე ხმა უკანონოდ მისცა, აბსოლუტური ტყუილია, რისთვისაც მან შსს-ს განცხადებით უკვე მიმართა და ჩვენების მისაცემად უწყებაში მიდის.

„მე უკვე მივმართე შინაგან საქმეთა სამინისტროს, ვესაუბრე ოფიციალურ წარმომადგენელს და რამდენიმე წუთში წავალ დაკითხვაზე პოლიციაში, რომ მსგავსი არაფერი არ მომხდარა. საერთოდ ვაზისუბნის ტრაექტორიის 20 კილომეტრის რადიუსშიც კი არ გამივლია. არათუ ბიულეტენები ჩავყარე, შევვარდი და საარჩევნო პროცესი ჩავშალე. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, ვინც ამას  ჩაიდენს. რას ჰქვია ბიულეტენები ჩავყარე? არჩევნები გავაყალბე? ეს ბრალდება არის ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი, კიდევ ერთი ტყუილი, ჩემი პიროვნების მიმართ. არაერთი ტყუილი დამაბრალეს და არაერთში აღმოვჩნდი მართალი. რამდენიმე წუთში წავალ დაკითხვაზე შსს-ში და მივცემ ჩვენებას თუ სად ვიმყოფები, სად  ვიყავი არჩევნებზე და ა.შ“ – განაცხადა გურამ დონაძემ.

იტვირთბა....