საცხოვრებელ ბინაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. შემთხვევა თელავში მოხდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ცხედარს გარეგნული დაზიანებები არ აღენიშნებოდა.
შსს-ს ინფორმაციით, ცხედარს ყველა საჭირო ექსპერტიზა ჩაუტარდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.