საქართველოს პარლამენტის წევრის გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქებაში სავარაუდო ბრალდებული, 1974 წელს დაბადებული დ.ხ.
ხეჩუაშვილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ) სპეცრაზმში 2012 წლამდე მსახურობდა.
არსებული ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დარჩო ხეჩუაშვილი საცხოვრებლად უკრაინაში გადავიდა. იგი საქართველოში უკრაინიდან 2016 წლის ზაფხულში დაბრუნდა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის სხვადასხვა რაიონში ერთდროულად მიმდინარეობს რამოდენიმე სპეცოპერაცია, რომელიც გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმეს უკავშირდება.