სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაკითხვაზე „თავისუფალი ზონის“ კიდევ ერთი წევრი დაიბარა. როგორც სუს-ში აცხადებენ ამჯერად უწყებაში რუსკა მჭედლიძე უნდა მივიდეს. მისი დაკითხვა 17:00 საათზეა დანიშნული.
„თავისუფალი ზონის“ წევრის საგამოძიებო უწყებაში დაბარება ინტერნეტში გასულ კვირას გავრცელებულ აუდიოჩანაწერს უკავშირდება, რასთან დაკავშირებითაც სუს-მა გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობის მუხლით დაიწყო.
შეგახსენებთ, აღნიშნულ საქმეზე სუს-ში გუშინ „თავისუფალი ზონის“ კიდევ ორი წევრი – მარიამ ბაშარული და ვაჟა მორგოშიაც დაიკითხნენ.