ნიუ-იორკში, მანჰეტენის ხიდზე უცნობმა პირებმა ვლადიმერ პუტინის პლაკატი გამოფინეს. რუსეთის პრეზიდენტის გამოსახულებას ახლავს წარწერა “მშვიდობისმყოფელი”. პლაკატი ხიდზე დაახლოებით ერთ საათს ეკიდა, სანამ ჩამოხსნიდნენ.
ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. Telegraph-ის ინფორმაციით, პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია.
დღეს, 7 ოქტომბერს ვლადიმერ პუტინს 64 წელი შეუსრულდა.