ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებს 84 აკრედიტირებული მედია ორგანიზაცია და 1250 აკრედიტირებული ჟურნალისტი გააშუქებს.
2016 წლის არჩევნებს ყველაზე მეტი რაოდენობით საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები გააშუქებენ – 184, მეორე ადგილზეა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“. ტელეკომპანია არჩევნებს 174 აკრედიტირებული ჟურნალისტით გააშუქებს, ამ ჩამონათვალში საპატიო მესამე ადგილს იკავებს ტელეკომპანია „იმედი“ – 117 ჟურნალისტით.
84 რეგისტრირებული აკრედიტირებული მედია ორგანიზაციიდან 24 საერთაშორისოა, ხოლო 60 ადგილობრივი.