ახალი ამბები მთავარი სამართალი

პროკურატურის განცხადებით, ქუთაისში ქალი პოლიციელის იარაღიდან გასროლით დაიჭრა

ქუთაისში მომხდარ ინციდეტზე პირველ განმარტებებს პროკურატურა აკეთებს. უწყებაში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება  115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

“გუშინ საღამოს თავში მიღებული ცეცხლსასროლი დაზიანებით საავადმყოფოში ერთი პირი იქნა მოთავსებული. დაწყებულ გამოძიებას საფუძვლად დაედო შემოსული შეტყობინება უბედური შემთხვევის შესახებ, რომ ადგილი ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობას. საბედნიეროდ, დაჭრილი ქალბატონი ექიმების ჩარევის შედეგად გადარჩა. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია. ვინაიდან გასროლა პოლიციელის იარაღიდან განხორციელდა. სწორედ ამის გამო საქმე გამოსაძიებლად დასავლეთ საქართველოს პროკურატურად გადაეცა. საქმეზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს.”-აცხადებენ პროკურატურაში.

შეგახსენებთ, გუშინ ქუთაისში ქალი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით,  ქალს დაზიანება პოლიციელმა ქმარმა მიაყენა. შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” უთხრეს, რომ პირველადი ინფორმაციით, ქალმა თვითდაზიანებები მიიყენა.

იტვირთბა....