ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

„ე.წ საზღვრის ჩაკეტვა არალეგიტიმურია“

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი  დე ფაქტო ხელისუფლების  მიერ 8 ოქტომბერს ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის გეგმას ეხმაურება:

„სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა. პრინციპში, 2008 წლის შემდგომ, ყველა არჩევნების დროს და ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენის დროს ხდება ამ გამშვები პუნქტის ჩაკეტვა. ცალსახად, ამას ერთი შეფასება აქვს, რომ ეს არის არალეგიტიმური, რაც ხდება საქართველოს ტერიტორიაზე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს გახლავთ ის სამწუხარო პრაქტიკა, რომელიც საქართველოს ტერიტორიების განგრძობად ოკუპაციას უკავშირდება. ყველა ასეთ შემთხვევაში, წინა წლების შემთხვევაში სწორედ ანალოგიურ ზომებს მიმართავდა საოკუპაციო რეჟიმი.

ეს არის საქართველოს მოქალაქეების უფლების შეზღუდვა, რომ ისისნი გადაადგილდნენ და გამოხატონ თავიანთი პოლიტიკური ნება არჩევნებში მონაწილეობის გზით, კონკრეტულად რვა ოქტომბერს.

ჩვენ ამას ცალსახა შეფასებას ვაძლევთ საჯაროდ, ასევე ჩვენს პარტნიორებთან კომუნიკაციაში, მინდა გითხრათ წინა ინციდენტების, პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარლგებშიც, ერგნეთში საკითხი იქნა იმგვარად დასმული რომ ჩვენ მოვითხოვეთ არ ყოფილიყო შეზღუდული გაადაადგილების თავისუფლება. ამის თაობაზე ჩვენი პოზიცია, ჩვენი შეფასებაც და ჩვენი რეაქციაც ძალიან ცალსახაა და ყველა ამ მიმართულებით მთავრობამ ადეკვატური ნაბიჯები გადადგა.  ჩვენ გვაქვს რეაგირების ის მექანიზმები, რომელიც გვაქვს და ყველა ეს მექანიზმი უკვე ამოქმედებულია”,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი 8 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით ე.წ. საზღვარს დაკეტავს.

იტვირთბა....