ოზურგეთის რაიონის სოფელ ნაგომარში 4 ნიღბიანი პირი ცოლ-ქმარს თავს დაესხა. ადგილობრივების განცხადებით, თავდამსხმელებმა ცოლ-ქმარი სასტიკად აწამეს. ისინი ფულს ითხოვდნენ.
მათივე თქმით, მამაკაცს 12 ჭრილობა აქვს მიყენებული, სასტიკად არის ნაცემი ქალიც.
ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ჩოხატაურის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
“მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.