ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

გივი თარგამაძემ სამართალდამცავებს სთხოვა, რომ სახლში დაკითხონ

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე დღეს დაკითხვაზე დაიბარეს, – ამის შესახებ „მეტრონომს“ პარტიაში განუცხადეს.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურში განგვიცხადეს, თარგამაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვაზე 18:00 საათზეა დაბარებული.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ გივი თარგამაძე დაიკავეს დღეს, 6 საათზე. თუმცა, ვინაიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის კარგი, გივიმ სამართალდამცავ უწყებას სთხოვა, რომ სახლში დაკითხონ. ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროდან პასუხი არ გვაქვს – მივლენ თუ არა სახლში დასაკითხად“ – განუცხადეს „მეტრონომს“ „ნაციონალურ მოძრაობაში“

შეგახსენებთ, 4 ოქტომბერს, ღამით, ”პირიმზესთან“, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა. მანქანაში იმყოფებოდა თარგამაძე და მისი მძღოლი. დაშავებულია 5 პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

იტვირთბა....