“სასწრაფოდ! სუსმა მომაკითხა სახლში, იძულების წესით მივყავარ დასაკითხად“ 315 მუხლის პირველი ნაწილის შესახებ” , – წერს “თავისუფალი ზონის” ერთ-ერთი წევრი მარიამ ბაშარული “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ „თავისუფალი ზონის“ წევრები – მარიამ ბაშარული და და ვაჟა მორგოშია დაკითხვაზე იძულების წესით გადაჰყავთ.
სუს-ის განმარტებით, რადგან ბაშარული და მორგოშია რამდენჯერმე დაკითხვაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდნენ, მიიღეს მოწმის სახით მათი საგამოძიებო უწყებაში იძულებით მიყვანის შესახებ სასამართლოს განჩინება.
არსებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ორგანიზაციის სხვა წევრებიც არიან დაბარებული და სავარაუდოდ საქმე ეხება ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მუხლით დაიწყებულ გამოძიებას. გამოძიება გასულ კვირას დაიწყო, მას შემდეგ რაც ინტერნეტში აუდიოჩანაწერი გავრცელდა. შეგახსენებთ, რომ ჩანაწერში სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ ცალკეული წევრების საუბარია ასახული.