საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი ნიკა გვარამიასგან მათი საუბრის ჩაწერის გამო ბოდიშს ელის.
“ზუსტად არ მახსოვს როდინდელ საუბარს ასახავს ჩანაწერი, ვინაიდან სხვადასხვა ვითარებაში რამდენჯერმე მომიწია ნიკა გვარამიასთან შეხვედრა – ოჯახშიც და საჯარო სიტუაციაშიც” – განაცხადა ახვლედიანმა.
„მთავარი პრობლემა არის ის, რომ ჯერ ერთი ჩაწერა მოხდა და გვარამიასაც ვთხოვე ბოდიშის მოხდა, ვინ ახდენს ამ ყველაფრის გავრცელებას და რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი. ვიღაცას ძალიან უნდა, რომ სულ სხვა საკითხებზე იყოს აქცენტი. ნამდვილად არ ვიცოდი, რომ ნიკა გვარამია ამ საუბარს იწერდა და ჩემთვის ეს მიუღებელია, როგორი თავისუფლებაც არ უნდა იყოს და როგორი უფლებაც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს მსგავსი ჩანაწერის გაკეთების, მე ვფიქრობ არ არის ეს ნორმალური ურთიერთობა ადამიანებს შორის“, – განაცხადა ახვლედიანმა.
ახვლედიანის თქმით, მან ნიკა გვარამიას ნომერიც არ იცის, ამ ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგაც არ დაკავშირებია და პირიქით, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს დააბარა და ისინიც დაეთანხმნენ, რომ ნიკა გვარამიას მასთან ბოდიში აქვს მოსახდელი.“ – განაცხადა ახვლედიანმა.