ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა ვეღარ იბლატავებს“

„ვპირდები საზოგადოებას, რომ საჩუქარს ახლა მიიღებენ, ”ნაციონალური მოძრაობა” ვეღარ „იბლატავებს“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

ექს-პრემიერმა აღნიშნა, რომ ”ნაციონალურ მოძრაობას” ის სახელი დაერქმევა, რასაც იმსახურებს.

”ნაციონალურ მოძრაობას” ეყოლება 5-10 თუ 15 დეპუტატი, მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მთავარია, რომ ეს ბობოქრობა და ანტაგონიზმი მორჩება. არ ვიცი ნაძარცვი რამდენი დარჩათ, მაგრამ ახალს ვეღარ იპარავენ და როდემდე ეყოფათ – არ ვიცი. ეს რესურსიც აღარ აქვთ და შესაბამისად, რესურსი აღარ აქვთ. ვპირდები საზოგადოებას, რომ საჩუქარს ახლა მიიღებენ, რასაც ვპირდებოდი. მე რომ ეს 4 წლის წინ მეთქვა, რომ ამას 4 წელი დასჭირდებოდა, ვერ გამიგებდნენ. საჩუქარი ის არის, რომ რასაც ელოდნენ 2012 წელს, მიიღებენ ახლა. საუბარი მაქვს იმაზე, რომ ისინი ვეღარ „იბლატავებენ“, თავისი ადგილი ექნებათ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, ის გულისხმობს გამოძიებას.

”გარედან მხარდაჭერა არის განულებული, საზოგადოებამ კარგად გაიგო რას წარმოადგენენ, თუ ბოლომდე გააგრძელებენ იმას, როგორც ახლა იქცევიან, ბოლომდე დავინახავთ მათ სახეს. 5-10 თუ 15 დეპუტატი დაჯდება პარლამენტში და იქნებიან ცუციკებივით. ისინი იქნებიან საკუთარ ადგილზე. მე არ ვამბობ, რომ ტოტალურად დაისჯებიან ან რამე მსგავსი. ვგულისხმობ გამოძიებას, რომელიც პროკურატურაში მიმდინარეობს. სამართლიანობის აღდგენა, რომელზეც გვსაყვედურობს საზოგადოება, არ დასრულებულა. მუქარა არ მინდა ახლა, ღმერთმა დამიფაროს, თან არჩევნების წინ. 26 მაისზე ახლა დასრულდა გამოძიება და გამოქვეყნდა შედეგები, ახალაიას საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, იგივე პატარკაციშვილის საქმე და ა.შ. ვიცი, რომ გამოძიება ისევ გრძელდება, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მე ვთვლი, რომ ძირითადი ვინც იყო დასასჯელი, ანუ იდეოლოგიას ვინც ქმნიდა – დაისაჯნენ, ეს აღარ უნდა იყოს საინტერესო. მთავარია, რომ მათ გაანულეს რესურსი. დააბოლეს საზღვარგარეთ, რომ დემოკრატიის შუქურა იყვნენ. თუმცა შიგნიდან კარგად ვიცოდით, რომ მოძალადეები იყვნენ. ეს ყველაფერი განულებულია”, – განაცხადა ივანიშვილმა.

იტვირთბა....