უნგრეთმა ევროკავშირის გეგმას, რომელიც გარკვეული რაოდენობის მიგრანტებისთვის თავშესაფრის მიცემას ითვალისწინებს მხარი არ დაუჭირა.
მოსახლეობის ამ გადაწყვეტილებას ქვეყნის პრეზიდენტმა გამარჯვება უწოდა, თუმცა, საბოლოოდ რეფერენდუმი არ შედგა, რადგან გამოკითხვაში საჭირო 50 პროცენტის ნაცვლად, უნგრელების მხოლოდ 43-მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა.
უნგრეთის საარჩევნო კომისიამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ რეფერენდუმში ამომრჩევლის მხოლოდ 40%-მა მიღო მონაწილეობა.
დასავლური მედიის ცნობით, რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობა, 98,3% ლტოლვილთა გადანაწილების კვოტირების წინააღმდეგი იყო.
ვიქტორ ორბანმა მოუწოდა ევროკავშირის ლიდერებს, მიგრანტების კვოტებზე გადაწყვეტილების მიღების დროს, უნგრელი ხალხის არჩევანი გაითვალისწინონ. რეფერენდუმის შედეგებს იურიდიული ძალა არა აქვს.
მიგრაციული კრიზისის გამო, 2015 წლის სექტემბერში ევროკავშირის ქვეყნების მიგრანტების გადანაწილების სისტემაზე შეთანხმდნენ, რომლის მიხედვით, თითოელმა სახელმწიფომ გარკვეული ოდენობის მიგრანტი უნდა მიიღოს.